რუსთავი 2-ის საქმე

სამოქალაქო საზოგადოება რუსთავი 2-თან 24-საათიან მორიგეობას იწყებს

რუსთავი 2

სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალი სიტყვის დასაცავად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესასვლელთან 24-საათიან მორიგეობას იწყებს. ისინი მოუწოდებენ მსურველებს, მათთან ერთად დაიცვან ტელევიზია ნებისმიერი თავდასხმისგან.

"შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, დავაწესოთ 24-საათიანი მორიგეობა რუსთავი 2-ის შემოსასვლელთან. იმისთვის, რომ დავაზღვიოთ თავსუფალი სიტყვის კერა ნებისმიერი თავდასხმისგან, ნებისმიერი პოლიტიკური თუ სხვა ზემოქმედებისგან. ჩვენ დავდგებით ფარად იმისთვის, რომ ტელევიზიამ და, ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად თავისუფლად და დემოკრატიულად შეძლოს განვითარება. შევძლოთ, რომ ხელისუფლება და სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა არ გავიდეს კონსტიტუციური ველიდან და მომავალი არჩევნები გაიმართოს ისეთ პირობებში, რომ არ აჩენდეს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ ვიწყებთ დღეიდან აქ მორიგეობას, შემოგვიერთდით მსურველები, ვისაც გაქვთ იგივე მოსაზრება, ვინც თვლით, რომ აქ დგომა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული ჩვენგანი სულით და გულით დაგხვდებით და ერთად გავაგრძელოთ ეს კეთილი საქმე", - აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

კომენტარები