რუსთავი 2-ის საქმე

ხადური რუსთავი 2-ს: თქვენ გრძნობთ რაიმე ცენზურას? ამ წუთას კითხვას სვამთ

თქვენ გრძნობთ რაიმე ცენზურას? ახლა, ამ წუთას კითხვას სვამთ და შესანიშნავად აშუქებთ ყველაფერს. არავინ ხელს არ გიშლით. მე ვერანაირ ცენზურას ვერ ვხედავ და ვერც თქვენ ვერ ხედავთ, რაც მთავარია.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური რუსთავი 2-ის ჟურნალისტს Freedom House-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე. როგორც რობერტ ჰერმანი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.

კომენტარები