მტს-ის სარეკლამო კლიპი

ქუმსიშვილი: მტს-ის მიერ საქართველოში კლიპის გადაღებაზე ინფორმაცია არ გვქონდა

დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მის უწყებას არ ჰქონდა ინფორმაცია რუსული მობილური კომპანია მტს-ი საქართველოში სარეკლამო კლიპს თუ იღებდა. ქუმისიშვილის თქმით, მიესალმება თუ ვინმე საქართველოში დახარჯავს ფულს, მაგრამ არა იმას, რომ ქვეყანა მოხსენიებული იყოს, როგორც რუსეთი.

"არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ კლიპის გადაღებას აპირებდნენ, არც არანაირი ნებართვა ყოფილა ამასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევავში, ჩვენს დაქვემდებარებული უწყებებიდან გაცემული. ზოგადად, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოში კლიპის გადაღებასაც მივესალმებით, ფილმის გადაღებასაც მივესალმებით, მაგრამ რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ მივესალმებით იმას, რომ საქართველო არის რუსეთი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიების 20% დღეს არის ოკუპირებული და რა თქმა უნდა ეს ყველანაირად მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ ის რომ საქართველოში ვინმე ჩამოვა, გამოიყენებს ჩვენს ხედებს, ბუნებას, არქიტექტურას, დახარჯავს ფულს, გააკეთებს კარგ კლიპს, რა თქმა უნდა ჩვენ ამას მივესალმებით" - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რუსული მობილური კომპანია მტს-ის სარეკლამო კლიპში გამოყენებულია საქართველოს ხედები, თუმცა ტექსტში საუბარია რუსეთზე.

კომენტარები