რუსთავი 2-ის საქმე

ქუმსიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: არავინ არსად არ არის ჩაკეტილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, "არავინ არსად არ არის ჩაკეტილი და სასამართლო ხელისუფლება არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი". ასე ეხმაურება დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზიდენტის განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილმა მმართველ კოალიციას მოუწოდა ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა. ქუმსიშვილის თქმით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია.

"ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი ხელისუფლება და ეს არის აბსოლუტურად მათი კომპეტენცია. ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთის პრინციპულად მნიშვნელოვანია სტაბილუობა ქვეყანაში. სტაბილურობა არის ის საწინდარი, რომელსაც მოჰყვება ინვესტიცია" - განაცხადა ქუმსიშვილმა.

5 ნოემბერს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე მმართველ კოალიციას მოუწოდა არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, ასევე თავი შეიკავოს არადიპლომატიური განცხადებებისგან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული ვითარება ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზიანებს.

 

 

 

კომენტარები