რუსთავი 2-ის საქმე

კურტ ვოლკერი: საქართველო საკუთარ თავს ფეხებში ესვრის

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი ასეთი წინადადებებით, რომ თითქოს უნდა მოვნახოთ გზები, როგორ ვითანამშრომლოთ რუსეთთან, რუსეთი უნდა ფიქრობდეს, როგორ ითანამშრომლოს დანარჩენ ქვეყნებთან. პუტინი სწორედ იმ ქვეყნებს ესხმის თავს, რომლებმაც ნატოსთან დაახლოების გზა აირჩიეს, აქ ვგულისხმობ სამხედრო, ეკონომიკურ შეტევას. იმისთვის, რომ დაამყაროს კონტროლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ცდილობს შეაჩეროს პროგრესი ამ ქვეყნებში.

მინდა ცალკე გამოვყო საქართველოს საკითხი, რომელიც საკუთარ თავს ფეხებში ესვრის. ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ წამატებული საქართველო, მაგრამ ქვეყანა საკუთარ თავს არ ეხმარება. სულ ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც სასამართლო სისტემა გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის, ვგულისხმობ ტელევიზიის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამით ქვეყანა საკუთარ წინსვლას აჩერებს.

ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ მაკკეინის საერთაშორისო ლიდერთა ინსტიტუტის დირექტორის, კურტ ვოლკერის განცხადება რიგის კონფერენციაზე. ინფორმაციას სააგენტო ipress.ge ავრცელებს.

კომენტარები