გუშინ საღამოს, როცა ვიძინებდი, მე ჩავთვალე, რომ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, [რუსთავი 2-ის საკუთრების საკითხზე] სასამართლოს განჩინება არ უნდა აღსრულებულიყო დაუყოვნებლივ და იყო დრო დარჩენილი შემდგომი აპელაციისთვის. დღეს გავიღვიძე და წავიკითხე სხვადასხვა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სიტუაცია მთლად ისე არ არის, როგორც ჩვენ გვეგონა. რა თქმა უნდა, მე მომიწევს, ვესაუბრო ყველა მნიშვნელოვან მოქმედ პირს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხებს, ჩვენ დავუკავშირდებით ყველა ძირითად მოთამაშეს, რომ, უკეთ გავერკვეთ - რა ხდება. მაგრამ მე მინდა ვთქვა, გუშინ მკაფიოდ ჩანდა, რომ ეს პროცესი მიდიოდა ისეთი გაგებით, რომ იქნებოდა დრო აპელაციისთვის და აღსრულება არ მოხდებოდა დაუყოვნებლივ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხების მონიტორინგს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ზეგავლენას.
tbl.ge/hr5
დაკოპირდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ბიზნესკონტაქტში, რუსთავი ორის საქმეზე. (გამოყენებულია TV მაესტროს თარგმანი).
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე