რუსთავი 2-ის საქმე

მიროტაძე: მოსამართლის საქმე არ არის, როგორი იქნება R2-ის სარედაქციო პოლიტიკა

მოსამართლის საქმე არ არის, არცერთი მედიასაშუალების, მათ შორის, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა როგორი იქნება, ისევე როგორც არავის საქმე არ არის მედიასაშუალების მუშაობაში ჩარევა. სხვა საკითხია ის სამართლებრივი დავა, რომელიც არსებობს, და მან [მოსამართლემ] უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე რუსთავი 2-ის შესახებ მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაზე. მოსამართლე რუსთავი 2-ისთვის დროებითი მმართველის დანიშვნას, მათ შორის, იმით ხსნის, რომ ტელეკომპანია მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აშუქებს.

კომენტარები