რუსთავი 2-ის საქმე

ჯაფარიძე: 2012 წლის შემდეგ, ქართულ დემოკრატიას ასეთი დარტყმა არ მიუღია

2012 წლის შემდეგ, ქართულ დემოკრატიას ასეთი დარტყმა არ მიუღია. ის, რაც გააკეთა მოსამართლე ურთმელიძემ, მათ შორის, შუაღამისას გამოიტანა გადაწყვეტილება, პრინციპში, უხეში ნათქვამი იქნება, მაგრამ ფეხებზე დაიკიდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის ცალსახა დადასტურება იმ პროცესებისა, რაც ხდებოდა. მიმდინარეობს გამალებული შეტევა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ მედიასაშუალებაზე, რომელიც არსებობს საქართველოში. ცხადია, რომ ეს მოდის ხელისუფლებიდან.

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე რუსთავი 2-ის შესახებ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიღებულ განჩინებაზე.

კომენტარები