რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: სასამართლო ხელისუფლებამ გამორიცხა და მოკლა ჩვენი ევროინტეგრაცია

მე ხელში მიჭირავს მოსამართლედ წოდებული ზონდერის, თამაზ ურთმელიძის მიერ ერთ საათში დაწერილი 17-გვერდიანი განჩინება. ამ განჩინებას აქვს სულ ორსიტყვიანი შინაარსი - დიქტატურა დამყარდა. საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცდარი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ურთმელიძემ საქართველოში დაასრულა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნებიც კი, რაც ქვეყანას ჰქონდა. საქართველოში დასრულდა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, სასამართლო ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა, სრულიად გამორიცხული გახდა ნებისმიერი შესაძლებლობა ჩვენი ევროინტეგრაციული შესაძლებლობისა, რა ვიზალიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მალე არც ერთ ფორუმზე აღარ გვეყოლება ჩვენი წევრიც კი, რომელიც საქართველოს სახელით ისაუბრებს.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები