რუსთავი 2-ის საქმე

სახ. დეპ: ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ რუსთავი 2-ის ყველა სასამართლო პროცესს

EPA

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსთავი 2-ის საქმის ყველა პროცესს დააკვირდება. მისივე თქმით, აშშ მიესალმება სასამართლო გადაწყვეტილებაზე ყველა მხარის თავშეკავებულ რეაქციას.

"დიდი ყურადღებით ვაკვირდებით რუსთავი 2-ის საქმის განხილვას. ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ ყველა სასამართლო პროცესს. აშშ მიესალმება მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციებს ყველა მხარის მხრიდან სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. როგორც ძალიან ბევრჯერ აღგვინიშნავს და პირადად მე მითქვამს, მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უმნიშნელოვანესია ნებისმიერ დემოკრატიაში და გადამწყვეტია საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ ამ თემაზე ხშირად ვისაუბრებთ", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

კომენტარები