საქართველო-ევროკავშირი

ასოცირების კომიტეტი: გამოძიება უნდა იყოს პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფალი

საქართველოს პარლამენტი

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი დასკვნით განცხადებასა და რეკომენდაციებზე შეთანხმდა. დოკუმენტის თანახმად, "სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და გასამართლების პროცესი უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფალი, მართლზომიერი პროცესის პრინციპების დაცვით წარმართული და ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი". საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დასკვნითი განცხადება ხაზს უსვამს, რომ "წინასწარი პატიმრობა არის განსაკუთრებული ზომა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გადაუდებელი და მკაფიოდ განსაზღვეულ გარემოებების ფარგლებში, კანონთან ზუსტ შესაბამისობაში რაიმე სახის მიკერძოების გამოსარიცხად". კომიტეტი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურს, რომ ასეთი ღონისძიება შემოფარგლული უნდა იყოს 9 თვის ვადით და აღიარებს, რომ "მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა უმნიშვნელოვანესია დაბალანსებული და მომწიფებული პოლიტიკური სისტემისთვის, რომელსაც საქართველო ასე ესწრაფვის".

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა 3-4 ნოემბერს, თბილისში გაიმართა. სხდომას ევროპარლამენტის მხრიდან საჯად კარიმი, საქართველოს პარლამენტის მხრიდან კი, ზვიად კვაჭანტირაძე თავმჯდომარეობდა. კომიტეტმა საქართველოს მთავრობის სახელით მოუსმინა ქალბატონ თეა წულუკიანს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანუშ ჰერმანს.

კომენტარები