სააკაშვილი უკრაინაში

იაცენიუკი: თუ მიშა ასეთი წარმატებული იყო, რატომ არ შეუძლია უკან დაბრუნება?

არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი საქართველოს ექსპრეზიდენტს და ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს. სააკაშვილმა იაცენიუკი ოლიგარქების ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა. მას მხედველობაში ენერგეტიკისა და ავიაციის სფეროში ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი ჰყავდა.

როგორც იაცენიუკმა "პოლიტიკოს" განუცხადა, ეს მიხეილ სააკაშვილის "შოუა". იაცენიუკმა გაამახვილა ყურადღება საქართველოში სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე.

"თუ მიშა ასეთი წარმატებული იყო საქართველოში, მითხარით, რატომ არ შეუძლია უკან დაბრუნება? რა დაემართა საქართველოს სასამართლო სისტემაში რეფორმებს?", - ამბობს უკრაინის პრემიერმინისტრი.

როგორც იაცენიუკი "პოლიტიკოსთან" საუბრობს, ის მთავრობის გადახალისებას გეგმავს.

კომენტარები