ხელისუფლების კვალი იკვეთება. აქ არის ორი რამ. წლების განმავლობაში რუსთავი 2-ზე ძალიან გაცოფებული ვიყავი იმიტომ, რომ ის არ იყო სოლიდარული. ახლა ის დროა, როდესაც შემიძლია ხელები ვიფშვნიტო და ვიძახო, რომ აი აი თქვენთაც ხომ მოვიდა და თქვენც ხომ შარში ხართ. ეს არც ქრისტიანულია, არც ადამიანური, არც მოქალაქეობრივი და არ სახელმწიფოებრივი. თუ ყოველ ჯერზე არასოლიდარულები და შურის მაძიებლები ვიქნებით და თქვენ მხარდაჭერა არ გამოგიცხადეთ თავზე დაგვექცევა ქვეყანა. გუშინდელის გამო მე თითოეულ თქვენთაგანს გიცხადებთ სოლიდარობას, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებლები იყვნენ და არიან კიდეც. მითუმეტეს როცა დავინახე, რომ ერთის მხრივ ეს შეპყრობილი კაცი, რომელიც უცხო ქვეყნის დიდი ტერიტორიის გუბერნატორია, არის შეპყრობილი რევანშიზმით და სასაბარზნე ხორცად უნდიხართ თითოეული თქვენგანი და მეორეს მხრივ ხელისუფლება. არც ისეთი მიამიტები და გოიმები ვართ, რომ დავიჯეროთ, რა თქმა უნდა ქიბარ ხალვაში 3 წლის თავზე იმიტომ გამოჩნდა, რომ რუსთავი 2 ხელისუფლებას ჯიბეში ჩაუდოს. ხელისუფლება იგივე შეცდომას უშვებს, რასაც წინა ხელისუფლება სააკაშვილი უშვებდა. პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი პირდაპირ კანცელარიიდან იმართებოდა, მაგრამ ხომ არ უშველა ხომ წააგო არჩევნები? სააკაშვილი თვითკრიტიკული, რომ ყოფილიყო და გაეანალიზებინა შეცდომები დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა. ქართულმა ოცნებამ ამაზე დასკვნა ვერ გამოიტანეს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსთავი 2 არის მთავარი პრობლემა. ეს რომ პოლიტიკური პროცესია ხომ ერთმნიშვნელოვანია. ეს რომ პოლიტიკური პროცესი არ ყოფილიყო და ურთმელიძეზე ზეწოლა არ ყოფილიყო, ხომ იქნებოდა თვითაცილება. ადამიანი, რომ იტყვის დედა ოჯახის წევრი არ არისო, იმან რა გადაწვყეტილება უნდა მიიღოს ან როგორ უნდა ენდო
tbl.ge/3wo
დაკოპირდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გადაცემა არჩევანში რუსთავი 2-ის განაჩენზე
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




