სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

თარგამაძე, წიკლაური და ხაბაზი სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

ნაციონალური მოძრაობის წევრები გივი თარგამაძე, კობა ხაბაზი და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ირმა ნადირაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

ენმ-ის წევრებს სავარაუდოდ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხავენ, სადაც ისინი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებიან.

ენმ-ის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები