რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: გადაწყვეტილება გამოყენებული იქნება მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ

სულ რომ მართალი ყოფილიყო ქიბარ ხალვაში, მისი პოზიცია იმდენად სუსტად იყო დაცული როგორც სასარჩელო მოთხოვნით, ასევე პროცესზე წარმოდგენილი ადვოკატების მიერ, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში ისინი მაინც ვერ გაიმარჯვებდნენ. მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ ამ სუსტი სამართლებრივი დაცვის პირობებში, პარალელურად და ამის დამატებით, კიდევ იყო პრაქტიკულად სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნა. შესაბამისად, რას დაასაბუთებს მოსამართლე ურთმელიძე, ეს ძალიან საინტერესოა. ახლა უკვე ჩვენი დროა და ჩვენ ველოდებით მას და თავისთავად ცხადია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ნულოვანი სამართლებრივი შინაარსი აქვს და ნულოვანი სამართლებრივი შედეგები აქვს, გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმის დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოში დაასრულა საერთოდ სამართლიან სასამართლოზე საუბარი, ამისი ილუზიაც აღარ არსებობს, ეს მართალია რამდენიმე ხნის წინ მოხდა, სისხლის სამართლის პროცესებია ამის დასტური, მაგრამ დღეს სამოქალაქო პალატაც არის სრულიად გარყვნილი, სრულიად დეგრადირებული და კორუმპირებული და ერთმა მოსამართლემ ამის გაკეთება შეძლო, რასაც ძალიან დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ მის კოლეგებს, რომლებიც ყოველდღიური მუხლჩაუხრელი თავისი შრომით განამტკიცებდნენ საქართველოს რეპუტაციას და მათი ეს შრომა აბსოლუტურად წყალშია ჩაყრილი, დღეს სასამართლოს არავითარი რეპუტაცია აღარ დარჩა.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე.

კომენტარები