ხელისუფლება და მართლმადიდებელი ეკლესია

მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უსასყიდლოდ გადასცა

საქართველოს მთავრობამ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა. მთავრობის #2333 განკარგულების თანახმად, ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა 14 ტრაქტორი, ერთი სათიბელა, 7 სამფრთიანი გუთანი, ერთი ხუთფრთიანი გუთანი, ერთი დისკებიანი ფარცხი, 5 კულტივატორი და სამი სიმინდის სათესი. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

როგორც დოკუმენტში წერია, განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

კომენტარები