ფარული ჩანაწერები

კალაძე: სააკაშვილს უნდა, უკრაინასთან მეგობრობას ბზარი შესძინოს, რაც არ გამოუვა

„ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გეგმავს საქართველოში გადატრიალებას, რევოლუციის მოწყობას, სისხლისღვრას. ძალიან მტკივნეულია და ძალიან მძიმეა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ცდილობს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას გარკვეული ბზარი შესძინოს, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოუვა, ჩვენ წლებია უკრაინელ ხალხთან ვმეგობრობთ და მომავალშიც აუცილებლად ეს ურთიერთობები გაგრძელდება.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტის მისამართით გაგზავნილ წერილზე. წერილში ღარიბაშვილი პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, რომლებიც უკრაინულ საიტზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

კომენტარები