პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ შესაბამისი მოწმეები დაკითხოს, მტკიცებულებები მოიპოვოს. ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობს ოპერატიული ინფორმაციაც. გუშინ სწორედ ამიტომ მოხდა გარკვეული ავტომანქანების დათვალიერება. ნიკა გვარამიამ, იურისტმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა უნდა იცოდეს, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელებს აქვთ დათვალიერების უფლება, მით უმეტეს, როდესაც არსებობს ოპერატიული ინფორმაცია; მით უმეტეს, როდესაც ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ გარკვეულ რევოლუციურ გეგმას ისახავდა მიზნად ნაციონალური მოძრაობა, სამწუხაროდ, ისევ და ისევ რუსთავი 2-ის გამოყენებით. მე გული მწყდება იმ მოცემულობაზე, რომ ბევრს არ აქვს სწორად გააზრებული, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა, რუსთავი 2-ში ჩადო თავის დროზე ძალიან დიდი ნაღმი. ეს ნაღმი იყო მისი პოლიტიკური დაქვემდებარება, უკანონოდ 20-ჯერ წილები გადაყიდა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე და ამ პროცესში, პირდაპირ თუ ირიბად, ჟურნალისტები და კიდევ სხვა ადამიანები ამ მოცემულობის მსხვერპლი არიან.
tbl.ge/8s
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი რუსთავი 2-ის საქმესა და ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას დაკითხვაზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




