რუსთავი 2-ის საქმე

ტყემალაძე თოფაძეზე: რუსთავი 2-სთვის სასარგებლოს ლაპარაკობს ის კაცი

[რუსთავი 2-ის საქმეში] არავითარი ხელისუფლების ჩარევა და ზეწოლა და რაიმე ინტერესი არ არსებობს. მთავარი არის ის, რომ კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს დავა, სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. გოგი თოფაძეს არასდროს არ გაუკეთებია ამდაგვარი განცხადება, რომ ვინმე ჩაერევა ან ვინმე ერევა მათ საქმეში. ის ამტკიცებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რა სურვილი აქვს და რა სურვილი არ აქვს, მეტი არაფერი. არა, რუსთავი 2 რომ აღარ უნდა იყოს, მაგაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ რუსთავი 2 ასეთი არაობიექტური აღარ იქნება, დარწმუნებული ვარ ამაშიო. თქვენთვის სასარგებლოს ლაპარაკობს ის კაცი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურამ ტყემალაძე ქართული ოცნების დეპუტატის გოგი თოფაძის განცხადებაზე, რომ "ხვალ რუსთავი 2 აღარ იქნება" .

კომენტარები