რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო განხილვა 28 ოქტომბერს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ოქტომბერს, 10.00 საათზე, მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდება. 

 

დღევანდელი სხდომა 8 საათს გაგრძელდა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ძირითადად მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებებს ისმენდა.

ამასთან, ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და მისი მფლობელების მხრიდან ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღეს ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის ადვოკატებმა 30 ოქტომბერს უნდა წარადგინონ ზუსტი ანგარიში, თუ რა ზარალი მიიღო ტელეკომპანიამ ყადაღის გამო. ამავე დღეს დააფიქსირებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა 22 ოქტომბერს შუამდგომლობა დააყენეს იმის თაობაზე, რომ ქიბარ ხალვაშმა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხოს 700 ათასი დოლარი. მათი თქმით, ეს არის ზარალი, რომელიც კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქონების დაყადაღებით მიიღო.

კომენტარები