დაკავება

სასაზღვრო პოლიციამ თურქეთის დროშით მცურავი გემი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფოთის საზღვაო ნავსადგურში სამართალდამცავებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „MUHAMMET GUMUSTAS-4" დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა. 

კომენტარები