პოლიტიკოსებს სჩვევიათ ტყუილი და ხშირად ისინი ჰპირდებიან მოსახლეობას საოცარ, აყვავებულ საქართველოს. ეს არ ხდება ასე. ერთ და ორ წელიწადში ასე არ მოხდება. ჩვენი დამფუძნებლის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ ქვეყანა ასე ერთ დღეში არ შენდება, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ სწორი გზით მიგვყავს ქვეყანა. ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად დააყენებს ფეხზე. ის, რაც 3 წლის განმავლობაში განვახორციელეთ, არის სახელმწიფოს საძირკვლის, ფუნდამენტის გაძლიერება, რასაც უნდა დაეფუძნოს და აშენდეს თანამედროვე ქართული, ძლიერი სახელმწიფო, განათლებული, ჯანმრთელი თაობით, ძლიერი ქართული წარმოებით.
tbl.ge/swi
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, საგარეჯოში სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- შექიმნება "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" და "ინვესტიციების სააგენტო" – კობახიძე
- კობახიძე: ეკონომიკის განვითარების დონით EU-ს ყველა წევრს ჩამოვრჩებით
- ქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტი ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას
- რას უკავშირდება საქსტატის მონაცემებით მშპ-ს 11.1%-იანი ზრდა - ბედინეიშვილის კომენტარი
- იანვარში მშპ-ს 11%-ით ზრდა მანიპულაციის შედეგია – გოცირიძე




