რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00-ზე დაიწყება.
დღევანდელ სხდომაზე, მოპასუხე მხარე განმარტავს, რატომ არის სარჩელი უსაფუძვლო და რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. სხდომაზე ასევე გადაწყდება, დაკმაყოფილდება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარის შუამდგომლობა ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე.
რუსთავი 2-ის ცნობით, შესაძლოა, ადვოკატებმა ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვების შუამდგომლობა დააყენონ.
სასამართლო სხდომის პარალელურად, რუსთავი 2-ის მხარდამჭერები აქციას გამართავენ.





