რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი: არ გვაინტერესებს, ვისია რუსთავი 2, მთავარია, სამართალი აღდგეს

რუსთავი 2-ის მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში ჩვენთვის იყო აბსოლუტურად უცნობი. არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება. ჩემთვის მთავარია ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში. სამართალი უნდა აღდგეს. მეც და ნებისმიერი მოქალაქეც ასე ვფიქრობთ. ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზიას, მხოლოდ საწარმოს, სახლს თუ სხვას, რომელიც ასობით და ათასობით აქვთ წართმეული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით, ამიტომ ამ პროცესს ჩვენ აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდან. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს - ქიბარ ხალვაშს შორის. ეს კაცი სამი წელი ცდილობდა, რომ ჩვენი დახმარებით რაიმე გაეკეთებინა, მიმართა მან პროკურატურას ათასჯერ, მთავრობას, ყველას მიმართა,... პარლამენტს... რომ აღედგინა დარღვეული უფლებები. ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბი იმის თქმის, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ. ეს არ მოხდება. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები