ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჯაფარიძე: დღეს ვნახეთ ხელისუფლების მცდელობა, გავიდეს სამართლებრივი სივრციდან

დღეს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მცდელობა, გავიდეს სამართლებრივი სივრციდან, გავიდეს სახელმწიფოებრიობიდან. [პრემიერის განცხადება] პირდაპირი მოწოდება იყო ძალადობისკენ. მე არ მჯერა, რომ ერთსა და იმავე დროს, დაახლოებით ღამის ორ საათზე, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთნაირი ხელწერით, საღებავიც კი ერთნაირია, მესიჯი, რასაც წერდნენ, ერთნაირია... რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული, ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში თვითონ გამოდის მოძალადე და თავისი ფეხით, თვითონ შეგნებულად გადის სამართლებრივი სივრციდან. მეორე, არავის გადასაწყვეტი არ არის საქართველოში, რომელი პოლიტიკური ძალა დარჩება თუ არ დარჩება პოლიტიკურ სივრცეში. ამას მხოლოდ წყვეტს ქართველი ამომრჩეველი. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰგონია, რომ ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ასე არ ხდება დემოკრატიის პირობებში. ისიც გასაგებია, რომ მან არ იცის დემოკრატიის ანბანი და არც აინტერესებს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით. ვინც დარჩება და ვინ არა პოლიტიკაში, ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი.

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯაფარიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საქართველოს პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებებზე.

კომენტარები