რუსთავი 2-ის საქმე

კელი რუსთავი 2-ზე: არ გვინდა, საქართველოში მედიასივრცის შეზღუდვა ვნახოთ

რუსთავი ორთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გავაკეთე, იმედი მაქვს, რომ ყოველთვის თანმიმდევრული ვიყავი. ამერიკის შერთებული შტატები მხარს უჭერს მედიაპლურალიზმის პრინციპს, ყველა ხმის წვდომას ეთერთან. არ გვინდა, ვნახოთ საქართველოში მედიასივრცის შეზღუდვა, გვინდა, ვნახოთ, რომ თქვენმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს... აქ არის სიმბოლო - ამერიკული ხომალდი, ეს აჩვენებს, რომ გვინდა, ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან იყოს წარმატებული, და ამის ნაწილია ჭეშმარიტი პოლიტიკური პლურალიზმი. მოვისმინე განცხადებები, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვარ ქართველი პოლიტიკოსი, მაგრამ ნამდვილად მოვისმინე კარგი განცხადება პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან - მოწოდებები დიალოგისკენ და სიმშვიდისკენ. ვფიქრობ, ჩვენს მეგობრებს საქართველოში დიალოგი სჭირდებათ. 

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი რუსთავი ორის საქმეზე. გამოყენებულია რუსთავი 2-ის თარგმანი.

კომენტარები