რუსთავი 2-ის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე სხდომის გადადების შუამდგომლობას დააყენებენ. მიზეზად მოპასუხე მხარე ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებას ასახელებს.
გარდა ამისა, ადვოკატები კიდევ ერთხელ დააყენებენ მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობას. მათი ინფორმაციით, გამოიკვეთა ახალი გარემოებები, კერძოდ, რუსთავი ორის ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე თელასის იურიდიული სამსახურის უფროსთან არის უკანონო გარიგებაში და იხილავს დავებს კომერციულ ბანკებთან, რომელთანაც თავად აქვს ურთიერთობა.
პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რუსთავი ორის მხარდამჭერი აქცია იმართება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დღევანდელ სხდომაზე რუსთავი ორს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს და დაუყოვნებლივ აღსრულებაზე გადასცემს.





