რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00-ზეა ჩანიშნული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დღეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს და განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვს.
რუსთავი 2-ის ადვოკატები დღეს მეოთხედ დააყენებენ მოსამართლის აცილების შუამდგომლობას. ისინი პროცესზე წარადგენენ იმ ახალ გარემოებებს, რომლითაც საფუძველზეც ითხოვენ თამაზ ურთმელიძის აცილებას. თუმცა, მათ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების იმედი არ აქვთ.
პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რუსთავი ორის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.





