რუსთავი 2-ის საქმე

კოჟორიძე: პრეზიდენტს აქვს კითხვა, რამდენადაა ურთმელიძე სამართლიანობის ერთგული

საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია და მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეისადმი და არაერთხელ განუცხადებია, რომ მიუღებელია სასამართლოს დამოუკიდებლობაში რომელიმე გარეშე თუ თანამდებობის პირის, ასევე ინსტიტუტის მხრიდან რაიმე ტიპის ჩარევა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა პირველ რიგში იქმნება სწორედ ინდივიდუალური მოსამართლეების მიერ და უპირველესად მათ ეკისრებათ ვალდებულება იყვნენ სამართლიანობის და კანონის ერთგულები. ჩემი, როგორც იურისტის აზრით, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონია შეხება სასამართლო საქმეებთან, ამ საქმეში უკვე არის შექმნილი გარემოებების ერთობლიობა, რომელიც აჩენს კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის მოსამართლე სამართლიანობის იდეის ერთგული. ეს არის კითხვა, რომელიც მე მაქვს და ეს არის კითხვა, რომელიც გააჩნია პირადად პრეზიდენტსაც.

ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები