რუმინეთი

რუმინეთის ექსპრეზიდენტის იონ ილიესკუს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Getty Images

რუმინეთის ექსპრეზიდენტ იონ ილიესკუს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ. ქვეყნის პროკურატურამ გამოძიება 1990 წლის ივნისში გამართული ანტისამთავრობო აქციის ძალისმიერი ჩახშობის საქმეზე დაიწყო.

25 წლის წინ გამართული აქციებისას დაიღუპა 6 ადამიანი, ასობით კი დაშავდა.

სასამართლოს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სამი ადამიანის დაღუპვასა და ოთხის დაშავებასთან დაკავშირებით. 85 წლის ილიესკუმ სასამართლოში ერთი საათი გაატარა, კომენტარი არ გააკეთა და ყველა ბრალდება უარყო.

კომენტარები