ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ლანჩხუთში, ენმ-ის ოფისის შესასვლელი შეადუღეს

ენმ

ლანჩხუთში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შესასვლელი შეადუღეს. ინციდენტს წინ ენმ-ის წარმომადგენლებთან შელაპარაკება უძღოდა, რაც პოლიციის ჩართვის შემდეგ დასრულდა. სამართალდამცველებმა ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციის წევრები გაიყვანეს.

რუსთავი 2-ის ცნობით, პოლიცია ესწრებოდა ოფისის დალუქვასაც, თუმცა არავინ დაუკავებია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეკრებილებს შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წევრებიც. 

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, ქართული ოცნების წარმომადგენლების მონაწილეობით, ენმ-ის რეგიონულ ოფისებს თავს ესხმიან და ღებავენ. ასევე, ცოცხებსა და კვერცხებს ესვრიან. აქციის მონაწილეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაცია მოითხოვეს ქუთაისის, გორის, ბათუმისა და ოზურგეთის რეგიონულ ოფისებთან. 

კომენტარები