რუსთავი 2-ის საქმე

ხადური: სახ.დეპ-ს ალბათ აცნობებენ, რომ მთავრობა მედიის საქმიანობაში არ ერევა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მას შევისწავლით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ, შესაბამისი უწყებები აცნობებენ, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება. თქვენ მუშაობთ და ხელს არავინ გიშლით და არც არავინ არ შეგიშლით, რადგან ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი. კერძო პირებს შორის დავისთვის საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. კერძო პირების დავაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.  

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებაზე, რომ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პოზიცია უცვლელია.

კომენტარები