"მკითხავების უფრო მჯერა, ვიდრე NDI-ს", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური კითხვას - ბოლო დღეებში ენმ-ის ოფისებზე თავდასხმები ხომ არ უკავშირდება პარტიის გაზრდილ რეიტინგს.
"რა თქმა უნდა, არანაირ ძალადობას არ მივესალმები. ეს ცალსახაა, თუმცა, შეიძლება, ვიღაცას ნერვები მართლაც არ ყოფნის. მე არ ვიცი, ვინ გააკეთა, შეიძლება მსგავსი რაღაც თვითონ დაზარალებულმა გააკეთა და მას შეიძლება გავუგო. არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ ეს იმისთვის გააკეთა, რომ შემდეგ მმართველ გუნდს დაბრალდეს", - თქვა მეჭიაურმა.





