რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 22 ოქტომბერს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 22 ოქტომბერს გაგრძელდება. დღევანდელი სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

19 ოქტომბრის სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობები მოსამართლის აცილების და სხდომის გადადების შესახებ. 

ამასთან, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს ბოლო ერთი საათი არ ესწრებოდა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ის მოსამართლე ურთმელიძემ დარბაზიდან გააძევა. პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი დატოვეს არხის თანამშრომლებმაც.

კომენტარები