დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2015 წლის ცხრა თვეში ქურდობამ და ძარცვამ იკლო, ყაჩაღობა - გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ 5.67%-ით შემცირდა. შსს-ს ცნობით, 2015 წლის ცხრა თვეში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 9 494 შემთხვევა დაფიქსირდა, 2014 წლის იმავე პერიოდში კი, 10 065. 

სტატისტიკის თანახმად, 7.81%-ით (-572 ფაქტი) იკლო ქურდობის, ხოლო 8.61%-ით (-31 ფაქტი) ძარცვის შემთხვევებმა. თუმცა, პარალელურად, 20.77%-ით (+43შემთხვევა) არის გაზრდილი ყაჩაღობის ფაქტები. 

შსს-ს ინფორმაციითვე, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში 12.22%-ით შემცირდა თაღლითობის, ხოლო 17.07%-ით გაიზარდა გამოძალვის შემთხვევები.

კომენტარები