სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, 1988 წელს დაბადებულმა ლევან გ-მ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 1979 წელს დაბადებული გოჩა ვ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დაჭრაში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გურიელის ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 6 ვაზნა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის თანმხლები ორი პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. ექსპერტიზის დასკვნით, ერთ-ერთი მათგანი 1989 წელს დაბადებული თეიმურაზ ქ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ემუხლის 1-ლი ნაწილით).





