NDI-ს კვლევა

NDI: 35% - ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. იმ 31%-ს, ვისაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს, ჰკითხეს, რატომ უჭერენ ამ კავშირს მხარს.

მათი 71% თვლის, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას, 40% ფიქრობს, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთთან უვიზო მიმოსვლას, 35% კი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს.

27%-ს მიაჩნია, რომ ეს შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, 26% - ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს, 7% ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები