აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

დანელია: თუ ვინმე საწინააღმდეგოს იტყვის, ხელისუფლება მას ზღუდავს

ხელისუფლება ცდილობს მიზანმიმართულად შეავიწროოს მისთვის კრიტიკული სივრცე. ეს შეიძლება, იყოს მედიაგარემოს შეზღუდვა, ეს შეიძლება, იყოს ქუჩაში საჯარო შეზღუდვა იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, როგორ დააკავეს პოლიტიკური პარტიის აქტივისტები და გაუგონარად განსხვავებული დასჯა მოიფიქრეს. თუკი, მაგალითად, ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა ისჯება მხოლოდ 100 ლარით, როგორ შეიძლება, ვთქვათ, შეხლა-შემოხლაში სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუნდაც დეპუტატის, ისჯებოდეს 7 წლის თავისუფლების აღკვეთით. ასევე, როგორ შეიძლება, დაიჭირო სხვა პოლიტიკური აქტივისტები, რომლებიც ცდილობდნენ ზუგდიდში გაეკრათ პლაკატი მაშინ, როცა პრემიერი იქ მიდიოდა. ხელისუფლება არ ერიდება, ნებისმიერ ადამიანს შეუზღუდოს თავისუფლად მოქმედების სივრცე, თუ ის გაბედავს და ხელისუფლების საწინაღმდეგო რამეს იტყვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები