აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილის და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა

ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ ხელისუფლებასა და გაზპრომს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს. დიდი სიბრძნე არ სჭირდება იმის თქმას, რომ გაზპრომზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულების გაზრდა ნიშნავს საქართველოს არასტაბილურობას, სიღარიბეს, სიბნელეს და სიცივეს. ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ. სირცხვილია რომ ამ თემაზე კიდევ გვიწევს ლაპარაკი. როგორც წესი როცა რაღაც მოვლენის ახსნას ვცდილობ ხოლმე, მირჩევნია ის სიბრიყვით ავხსნა ვიდრე კონსპირაციები ვხლართო. ცალკე აღებული გაზპრომის თემა შეიძლება ივანიშვილის გუნდის უკიდურეს არაპროფესიონალიზმს დავაბრალო თუმცა როცა კონტექსტში ვსვამთ ამ ყველაფერს, სულ სხვა სურათი იკვეთება. იკვეთება სურათი, რომ ივანიშვილის და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. თუ გავითვალისწინებთ რა პატივით გამოუშვეს რუსი ჯაშუშები ციხიდან, თუ გავითვალისწინებთ როგორ გააქრეს საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან, თუ გავითვალისწინებთ იმას როგორ იდევნება პროდასავლური ძალები, მათ შორის პროდასავლური მედია, მაგ. რუსთავი 2, თუ გავითვალისწინებთ რომ კრემლის პროპაგანდის იარაღს ასავალ-დასავალს, ობიექტივს და სხვა შავრაზმულ მედია ორგანიზაციებს ბიუჯეტის ფულით აფინანსებს ხელისუფლება - მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება და იკვეთება სურათი, რომ ივანიშვილი ძალაუფლების უზურპაციას ცდილობს უცხო ქვეყნის დახმარებით.

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთავი 2-ის გადაცემა შაბათის კურიერში.

კომენტარები