აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ტაბულას გენერალური პროდიუსერი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერის გაკვრისთვის დაკავებული ტაბულას გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, პასუხისმგებლობა არ დააკისრა. სასამართლომ 5 ნოემბერს ამავე საქმეზე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართაც. 

ჩერგოლეიშვილი და მაჭავარიანი სასამართლოს გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება სტუდენტ სალომე ხვადაგიანს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილთან და ლექსო მაჭავარიანთან ერთად დააკავეს, მისი პროცესი გადაიდო და მომდევნო სხდომა 25 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

თამარ ჩერგოლეიშვილი, სალომე ხვადაგიანი და ლექსო მაჭავარიანი ოპერასთან მდებარე ღობეზე, სადაც სხვა მრავალი სარეკლამო განცხადებაა გაკრული, გაზპრომის საწინააღმდეგო საინფორმაციო პოსტერების გაკვრისთვის დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლეს. მათ თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას ედავებოდნენ.

კომენტარები