თქვენ გადაწყვიტეთ რუსთავი ორის დახურვა არა იმიტომ, რომ ჩვენი ხმა ჩაახშოთ, არა, ჩვენ ვილაპარაკებთ, ჩვენ ვერაფერს ვერ მოგვიხერხებთ. არა იმიტომ, რომ განსხვავებული ოპოზოციური აზრის ჩახშობა გინდათ. არა, რუსთავი ორზე და სხვაგან გამოჩნდა უკმაყოფილო ხალხის ხმა. სწორედ ამის ჩახშობა უნდათ, რადგან ვერც ერთი პოლიტიკოსი, ვერც ერთი ჩვენგანი, ვერც ერთი ოპოზიციონერი ზუსტად ვერ აგიხსნიდათ, რა სჭირს რთველს და როგორი წარმატებული რთველი გაქვთ, როგორც კახელი გლეხი. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გეტყვით იმას, თუ რა მძიმეა სოციალურად გაჭირვებულის ყოფა, როცა სოციალურად გაჭირვებული ლაპარაკობს რუსთავი ორზე. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აგიხსნით, თუ რაც გააკეთეთ და როგორ ჩამოშალეთ ეკონომიკა, როგორც მასწავლებელი გეტყვით ამას და პენსიონერი გეტყვით ამას. აი, ამის გაჩერება გინდათ თქვენ და აი, ამის შეგეშინდათ თქვენ, მაგრამ მარტო ამისი კი არა, მარტო ამ ხალხის კი არ შეგეშინდათ, აქ ლაპარაკი ჩვენში კი არ არის, ლაპარაკია უკვე თქვენში. და თქვენი პრობლემა არის, თქვენი გამოჩენაა უკვე პრობლემა თქვენთვის და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა უკვე, რომ, თქვენი თავი აღარ დაანახოს უკვე საზოგადოებას, რატომ? იმიტომ, რომ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მიაყენებს ისეთ ზიანს ქართულ ოცნებას, როგორც ის, როგორ იცავთ თქვენ ამ მთავრობას იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ მთავრობის დაცვა.
tbl.ge/13by
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




