მინდა, გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელმაც შეიტანა კანონპროექტი პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩასწორების თაობაზე, საიდანაც ამოღებული უნდა იყოს გარყვნილების პროპაგანდისა და მისი რეკლამის წინწასვლის მცდელობა. ამავე კანონპროექტში არის ინიცირებული გაუგებარი უცხოური ტერმინების ამოღება, როგორიც არის "გენდერული იდენტობა" და მე ამის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო მას. ჩემი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ ყველასთვის ცნობილია. ჩემი აზრით, დეპუტატმა ჯაჭვლიანმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც არის უპრეცედენტო, ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. თავის მხრივ, ის არ შეუშინდა არც პარტიულ კონიუნქტურას და, მეორე მხრივ, ის არ შეუშინდა იმ დაცინვასა და გაქილიკების კამპანიას, რომლის ობიექტიც ის უკვე რამდენიმე ხანია, არის. მე არ ვიცი ყველა დეტალი, არ ვიცი EBRD რა ეგონა სოსო ჯაჭვლიანს, რომ მართლაც ეგონა თუ ხუმრობდა და კიდევ რა შეცდომები აქვს დაშვებული თავის საჯარო გამოსვლებში, ეს ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ, მე, მომეწონა ეს ვაჟკაცური ნაბიჯი.
tbl.ge/s59
დაკოპირდა
ბიზნესმენი ლევან ვასაძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ამავე თემაზე
- ლორთქიფანიძე: სექსუალური ორიენტაცია შემთხვევით ხომ არ არის სექსუალური მადის დემონსტრირება?!
- კვიციანი: "სექსუალური ორიენტაციის" კანონში ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები
- კვიციანი კანონიდან "სექსუალური ორიენტაციის" და "გენდერული იდენტობის" ამოღებას ითხოვს
- ვასაძე: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება შორიდან დაფინტვას მაგონებს
- ვასაძე: მყრალი ანტიდისკრიმინაციული კანონი არის დასავლეთთან ბარტერის შედეგი