რუსთავი 2-ის საქმე

პეტრიაშვილი: ურთმელიძეზე ზეწოლას სასტიკი, ბინძური მეთოდებით ახდენენ

დღეს წმინდა ადამიანურად მაქვს ძალიან სერიოზული წუხილის გრძნობა და განცდა პიროვნულად ურთმელიძის მიმართ, იმიტომ, რომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია ამაზე სასტიკი და ბინძური მეთოდით ადამიანზე ზეწოლის მოხდენა. ხდება შიდა ოჯახური პრობლემის მეშვეობით მის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. სულ რო არ იყოს ეს ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული, ადამიანი ისედაც სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნება. მთელი ეს სურათი ნათლად აჩვენებს, რომ დღეს არა მარტო სიტყვის თავისუფლებაზე, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც მიდის შეტევა. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ სასამართლოს ვაცალოთ გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როცა ეს ყველაფერი ხდება. ხელისუფლება ახლა მართლა ძალიან სერიოზულ შეცდომას უშვებს. დღეს მე ვნახე ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ნაცვლად იმისა, რომ აქცენტები გაკეთდეს პოზიტივზე, საუბარი ხელოვნურად იწევა რაღაცა თემებზე. ეს არ არის რაღაცა თემა, ეს არის სიტყვის თავისუფლება. დაასრულეთ ეს ზეწოლა მედიაზე. აქ საქმე იმაში არ არის, ვის მოსწონს ან არ მოსწონს რუსთავი 2-ის საინფორმაციო პოლიტიკა. თუკი პრობლემებზე საუბარი გვინდა, თუკი გაქვთ ამისი პოლიტიკური ნება, ხელისუფლებას მივმართავ, ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ სხვა, ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც თქვენ წინაშე დგას, როგორც ხელისუფლების. იმ ბიუჯეტზე, რომელსაც თქვენ მიიღებთ მომავალი წლისთვის, რომელიც საერთოდ ვერანაირად ვერ ასახავს იმას, რომ თქვენ ზრუნავდეთ ან პენსიონერებზე, ან სოციალურად დაუცველებზე, ან ჩვენი მოქალაქეების უმძიმესი მდგომარეობის შემსუბუქებაზე. ეს არ არის რიგითი საკითხი, ისევე როგორც, სხვათაშორის, გაზპრომის თემა. ეს არ არის რიგითი თემა, რომელზეც შეიძლება პოლიტიკური სპექტრი საზოგადოება იყოს გულგრილი ან მშვიდი. სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომლის დასაცავად ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ, მიუხედავად იმისა, რომელ მედია საშუალებას შეეხება ეს პრობლემა.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე არჩევანში საუბრისას

კომენტარები