ოკუპირებული ტერიტორიები

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ წითელუბნიდან ორი მწყემსი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან ორი მწყემსი გაიტაცეს. კახა ბეღელური და გივი ქისიევი სოფლის პირუტყვს წითელუბნის განაპირას აძოვებდნენ, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. დაკავების შესახებ ოჯახის წევრებს კახა ბეღელურმა ტელეფონით აცნობა. 

ახლობლების მტკიცებით, ბეღელურს და ქისიევს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთიათ და მათი დაკავება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ წინაგარის მილიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

სოფელ წითელუბნიდან რუსმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გასული წლის დეკემბერშიც გაიტაცეს.

კომენტარები