საბანკო ზედამხედველობის სამსახური

მეჭიაური: საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება პოლიტიკური გავლენით მიიღო

ტაბულა

საკონსტიტუციო სასმართლოს მიერ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შეჩერება დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა შეაფასა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ პოლიტიკური ზეგავლენით მიიღო.

"ეს არ არის სამყაროს დასასრული, ლარის კურსზე ცუდად არ აისახება. რა გონიათ, ამ გადაწყეტილების ავტორებს მოახდენენ დესტაბილიზაციას? ისე არ იქნება, როგორც მათ უნდათ. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეგავლენით მიიღო. ჯერ პრეზიდენტმა დაადო ვეტო, ახლა სასამართლომ. მე ადრეც ვთქვი, რომ ეს პოლიტიკურ ძალებს შორის წყალგამყოფი იქნება-მეთქი და ახლაც ვიმეორებ. რატომ მოხდა ამის შეჩერება? ჯერ საქმიანობაც არ დაუწყია, რა შედეგს მოიტანდა ასეთს, რომ გააჩერეს?" - აღნიშნა მეჭიაურმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა შეაჩერა. საქმის წარმოებაში მიღებას პლენუმის ცხრავე მოსამართლემ დაუჭირა მხარი. მუშაობის შეჩერებას კი ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ოთხი წინააღმდეგ წავიდა.

კომენტარები