საბანკო ზედამხედველობის სამსახური

მეჭიაური: ეროვნული ბანკის საქმიანობის შესასწავლად კომისიას შევქმნიდი

ბატონი გიორგი[პაპუაშვილი] თვითონ არის იმდენად პოლიტიზირებული, რომ მანტიაც კი ვერ ფარავს მის პოლიტიზირებულობას. ასე რომ, მისი მოწოდებები ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. მე, მაგალითად, გამოვიყენებდი დროებითი საგამოძიებო კომისიის ბერკეტს. ისე თავგადაკლულები იბრძვიან იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების საქმიანობა ფარდის მიღმა იყოს, ჩნდება დიდი ეჭვი, რომ რაღაც სერიოზული იმალება ამ მოვლენების მიღმა. იმისთვის, რომ შესწავლილი იყოს ეროვნული ბანკის საქმიანობა და ის, როგორ რეაგირებენ ისინი ამა თუ იმ პროცესებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილზე. სასამართლომ საპარლამენტო ოპოზიციის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა დროებით შეაჩერა.

კომენტარები