პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჩიხრაძე: ბუნებრივია, ვაჩერებ ყველანაირ პოლიტიკურ პარტიულ მოღვაწეობას

ორი დღის წინ მქონდა გაფართოებული შეხვედრა ახალი მემარჯვენეების მთავარ საბჭოსთან და ისინი არა მარტო გაგებით შეხვდნენ ამ ამბავს, არამედ სერიოზული თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩემს ამ ნაბიჯს, ჩემს ამ გადაწყვეტილებას, იმ გზას, იმ იდეებს, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ბუნებრივია, მე მათ წინაშე მოვიხსენი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ამ ამპლუაში, პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ამპლუაში, ბუნებრივია, ვაჩერებ ყველანაირ პოლიტიკურ პარტიულ მოღვაწეობას და არანაირი პარტიული დღის წესრიგით აწი აღარ ვიმუშავებ. ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ მე არა მარტო ჩემს თანაპარტიელებთან, ახალ მემარჯვენებთან მექნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, არამედ, ეს პოლიტიკური ამპლუა პირიქით არის მოწოდება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ძალიან აქტიური თანამშრომლობა მთელ პოლიტიკურ სპექტრთან, ქართულ საზოგადოებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში განვახორციელოთ ის იდეები, ის იდეალები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და რომელიც თითოეული ჩვენგანის გულსა და გონებაში ამდენი ხნის განმავლობაში არის. 

საქართველოს პრეზიდენტის ახალი პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე.

კომენტარები