უბედური შემთხვევა

სოფელ ახალშენში მეწყერმა სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მოიყოლა

metro.us

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მეწყერმა სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მოიყოლა. გამთენიისას, კარიერზე მუშაობის პროცესში მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც იქვე არსებული დაცვის ჯიხური მოიყოლა. ჯიხურში 60 წლამდე ადგილობრივი მამაკაცი იმყოფებოდა. კურიერის კორესპონდენტის ცნობით, მამაკაცის მობილურზე დაკავშირება ამ დრომდე შესაძლებელია, თუმცა შეტყობინებებს არავინ არ პასუხობს.   

ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარები