ელოშვილი Gazprom-ზე: ვიყოთ პრაგმატულები, უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკონომიკა

ჩვენ უნდა გამოვიდეთ პრაგმატული ინტერესებიდან, უნდა გავმიჯნოთ ამ შემთხვევაში პოლიტიკა და ეკონომიკა. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ დივერსიფიცირებული ვართ გაზის მოწოდების მხრივ. გვაქვს როგორც საკუთარი ტრანზიტული რესურსები, ასევე გვყავს აზერბაიჯანი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი. თუკი Gazprom-დან იქნება კომერციულად გამართლებული შემოთავაზება, რომელიც ჩვენ წაგვადგება და ჩვენს ეკონომიკას წაადგება და ეს არ დააზიანებს ჩვენს გრძელვადიან ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამაში მისასალმებელის გარდა არაფერი არ არის.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი Gazprom-თან მოლაპარაკებების შესახებ.

კომენტარები