პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა. შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა - მათგან 14 ქალი და 8 არასრულწლოვანი. ქორიძის თქმითვე, 103 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს (მათ შორის, 7 ქალი და 2 არასრულწლოვანი). 49 მსჯავრდებულს კი, სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდა.

"საკმაოდ ფართო სპექტრია დანაშაულების. ძირითადი ნაწილი, როგორც სხვა შეწყალების აქტებზეც ყოფილა, დაკავშირებულია ნარკოტიკული დანაშაულების ტიპთან, ძირითადად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან და შეძენა-შენახვასთან", - თქვა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

კომისიის სხდომა 2015 წლის 28-30 სექტემბერს გაიმართა და მან 910 პირის საქმე განიხილა.

კომენტარები